მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის ნათესავები: მამა მასზე ფიზიკურად ძალადობდა

უბედური შემთხვევა თერჯოლაში

თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის ნათესავები აცხადებენ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ნათესავების თქმით, მამა შვილზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ფიზიკურად ძალადობდა.

„ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, მამა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა“,-აცხადებენ თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის ნათესავები.

„ბოლო 2 დღეა ბიჭი გამოკეტილი ჰყავდა და გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი მეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო“,- აღნიშნა მოზარდის დეიდამ ია ბოგვერაძემ.

მედიის კითხვაზე, თუკი იცოდნენ ძალადობის შესახებ, რატომ არ მიმართეს შესაბამის ორგანოს, ნათესავები აცხადებენ, რომ ისინი ოჯახს ემდუროდნენ და შესვლას ვერ ახერხებდნენ.

ინფორმაციისთვის, შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს. ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.