მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს

თიბისი ბიზნესისთვის

აქ.ახლა, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის, დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესხის მინიმალური მოცულობა - 50,000 ლარია, მაქსიმალური კი - 5,000,000 ლარი.

„პროექტი ბიზნესსესხით სარგებლობისას უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. სესხის მინიმალური მოცულობა - 50,000 ლარია, მაქსიმალური კი - 5,000,000 ლარი. ინიციატივის მიზანია ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მათთვის, ვისაც საკმარისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს.

პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია 20 მლნ ლარს არ აღემატება, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს.

ინიციატივა ბიზნესებისთვის რესტრუქტურიზაციის მოქნილ სისტემასაც მოიცავს. კერძოდ, მათ, ვისაც COVID-19-ის ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნათ, შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო გარანტიის 30%-მდე უზრუნველყოფითაც ისარგებლონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.