მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: გრიპის ვაქცინის რაოდენობა გაორმაგებულია

ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 7 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში მიმიდინარე ეპიდსიტუაცია შეაფასა და ასევე ისაუბრა გრიპის ვაქცინის შესახებ.

მისი თქმით, წელს გრიპის ვაქცინის გაორმაგებული რაოდენობა აქვთ შეძენილი და მას 10 ოქტომბრის შემდეგ ელოდებიან.

„მნიშვნელოვანია რისკჯგუფები და მათი კატეგორიზაცია. ექიმის დახმარებით თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გაიგოს მიეკუთვნება თუ არა რისკჯგუფს და შესაბამისად იქნება ის აცრილი.

სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და აქედან გამომდინარე პრაქტიკულად გაორმაგებულია ვაქცინების რაოდენობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით სახელმწიფო მზად არის, რომ კერძო კლინიკებსაც დაეხმაროს ვაქცინის შემოტანაში.

ცნობისთვის, გრიპის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა.