მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტყის გადმოცემა ჩემთვის რთულია, დამატებითი დავალება და პასუხისმგებლობაა“

კუმურდოს მიტროპოლიტი 2020

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ტყის დაცვის შესახებ მიღებული კანონები ძალაში რჩება და ეკლესია ტყეს მოუვლის.

"სიკეთეს იმისგან, რომ ხე-ტყე გადაეცემა ეკლესიას, ამ სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ. ის კანონები, რაც იცავს ტყეს, ძალაშია ყველაფერი. ასე რომ თუ ტყე მე გადმომეცემა, არავინ მაპატიებს, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო. რა უნდა ვუყო - უნდა მოვუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობაა.

თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს, ეკლესია რას ისარგებლებს არ მესმის," - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.