მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თოვის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

თოვის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.