საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ანა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი“, - წერს ანა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან.
„ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.
მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა“, - წერს ანა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით vesti.ru იუწყება.
ეგვიპტეში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ხვალ, 26 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 25 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.