მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხოველთა ვაქცინაცია გრძელდება

ცხოველთა ვაქცინაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით ახორციელებს.

სააგენტოს ვეტერინარები დაავადებების - თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ითანამშრომლონ ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვეტერინარული მანიპულაციების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას, რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე 15-01.