მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცნობილია ქუჩები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ საათობრივი პარკირება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე ამოქმედდება.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით წარმატებით განხორციელდა.

„10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე ამოქმედდა ზონალური პარკირება და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროექტი. შემთხვევით მინდა ვისარგებლო და ყველა ადამიანს, ვინც სარგებლობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან კარგია თანამშრომლობა მოქალაქეების მხრიდან.

ჩვენ მხოლოდ პეკინის გამზირით არ შემოვიფარგლებით, ვაგრძელებთ მის დანერგვას. შემდეგი ქუჩები იქნება ვაჟა ფშაველას და ყაზბეგის გამზირი. საინფორმაციო ჯიხურებიც მოემზადონ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეს შესაძლებლობა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ ამ კონკრეტულ სიახლესთან დაკავშირებით.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩვენს პორტალზე უნდა მოახდინონ ავტომობილების დარეგისტრირება და ამაში მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან. მათთვის მანქანის პარკირება უფასო იქნება 100 მეტრის რადიუსში თავის საცხოვრებელი არეალიდან. ასევე პარკირება იქნება შშმ პირთათვის, ელექტრომობილებისათვის. ა კეტეგორიის ტაქსის მძღოლისათვის იქნება შესაბამისი ადგილები იქნება გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი ადამიანებისთვის ვინც სტუმრად მოვა პირველი 15 წუთი იქნება უფასო, ხოლო შემდეგ 1 საათის ღირებულება იქნება 1 ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.