საზოგადოება

თსუ-ს რექტორი ისევ გიორგი შარვაშიძე გახდა

თსუ-ს რექტორი
17:46 04.08
დაკოპირებულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძე აირჩია.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კახა ლორიას თქმით, ფარული კენჭისყრის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა.

„აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან ხმის მიცემის პროცესში 37 წევრმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ბარამიძემ მიიღო - 1 ხმა, ცირა ბარამიძემ - 1 ხმა, გიორგი შარვაშიძემ -32 ხმა, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებს 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა. შედეგად, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მომდევნო 4 წლის ვადით რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია“, - აღნიშნა ლორიამ.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს, რომელმაც გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება ცნო.

აკადემიური საბჭოს წევრის რევაზ შანიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს აკადემიურმა საბჭომ იხელმძღვანელა იმ კონცეფციებით, რომელიც რექტორობის კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი.

„ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით კონცეფციებს და გავსაუბრებოდით კანდიდატებს. გიორგი შარვაშიძეს აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა ნამდვილად ქონდა. მან 4 წლის განმავლობაში კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების საინტერესო გეგმა“,- აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე. თსუ-ს რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გაესაუბრნენ, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა.

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია საჯარო იყო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
23:03 18.09
პოლიცია, შსს, ლენტი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...
შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამ...