მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წვიმა, თოვლჭყაპი - ამინდის პროგნოზი

წვიმიანი ამინდი

„6 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში ჰაერის ის ტემპერატურა შენარჩუნდება, რაც წინა დღეებში იყო“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა Pia.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„ზოგან აღმოსავლეთის მიმართულებით ქარი გაძლიერდება. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთიან რაიონებში კი სუსტი თოვლის სახით.

თოვლი უმეტესად მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია მოსალოდნელი“ , - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

შიდა ქართლში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი.

ამინდი დედაქალაქში ☔

თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

„დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, წვიმა, ზოგან კი ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 4 დან 6 გრადუსამდე იქნება“, - განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.