მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ იყო რამე შეფერხება, მერწმუნეთ დღესვე გამოსწორდება“ - თამარ გაბუნია მაკო გომურის განცხადებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია 20 ივნისის ღამეს დაზარალებულ მაკო გომურის განცხადებას პასუხობს. 

გაბუნია ამბობს, რომ თუ რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას რა თქმა უნდა უწყება შეისწავლის.

„საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის მართვის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებელად მასთან კომუნიკაციაში, ისევე, როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხში.

აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას რა თქმა უნდა უწყება შეისწავლის, თუმცა, ამ მომენტისთვის, ჩვენ არანაირ შეფერხებას არცერთ შემთხვევაში არ მოველით.

ის, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხარესაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის, როგორც ფინანსურად, ისე ნებისმიერი სხვა კუთხით, ეს საკითხი ძალაშია და ამას ბოლომდე მივიყვანთ.

თუ იყო რამე შეფერხება, მერწმუნეთ ეს შეფერხება დღესვე გამოსწორდება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ინფორმაციისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა. მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „თვალის პროთეზი, რომელიც გამიტყდა, შესაცვლელია“ - მაკო გომურს დახმარება სჭირდება

✔️ „დახმარების პროგრამა გაგრძელდება“ - მაია ცქიტიშვილი მაკო გომურის მკურნალობის დაფინანსებაზე