მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუკი მსხვერპლი მოძალადეს არ უჩივის, თეატრი მსახიობს ვერ გაათავისუფლებს“ - თეატრთმცოდნე

თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი

თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, კონკრეტულ რიცხვში დანიშნული სპექტაკლი მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოიხსნა რეპერტუარიდან.

მისივე თქმით, რადგან კონკრეტულმა მსახიობმა უარი თქვა სპექტაკლში მონაწილეობაზე, დრო არის საჭირო იმისთვის, რომ სხვა მსახიობით ჩანაცვლდეს.

„არ მგონია, რომ კონკრეტულად ეს სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნან. ფაქტობრივად, დანიშნული კონკრეტული სპექტაკლი მოიხსნა იმ კონკრეტულ რიცხვში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოიხსნა. როდესაც ერთ-ერთმა მსახიობმა განაცხადა, რომ ზანგურთან არ ითამაშებდა, ბუნებრივია მსახიობს შეცვლა სჭირდება სხვა მსახიობით ცხადია, ამას დრო სჭირდება. ალბათ შემდგომ აღდგება“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ამასთან, რაც შეეხება მსახიობ ბესო ზანგურის მიერ შესაძლო ძალადობას მისი ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის მიმართ, თეატრთმცოდნე ამბობს, რომ თუკი მსხვერპლი მოძალადეს არ უჩივის, თეატრის ადმინისტრაცია ვერანაირ ზომას ვერ მიიღებს.

„ამ ყველაფერს აგვარებს კანონმდებლობა. არ ვარ იურისტი შესაბამისად არ ვიცი როგორ გვიცავს კანონი და როგორ შეუძლია კანონმა უპასუხოს ამ მოვლენას.

ამ შემთხვევაში მსხვერპლი თუკი არ უჩივის მოძალადეს, შესაბამისად თეატრი ვერანაირ ადმინისტრაციულ ზომას ამ მხრივ ვერ მიიღებს. ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურად სამხატვრო ხელმძღვანელზე, მის მორალურ მდგომარეობაზეა ჩათვლის თუ არა საჭიროდ მსახიობის გათავისუფლებას ან რაიმე ფორმით დასჯას“ - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ბესო ზანგურთან ქორწინების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მას სისტემატურად, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული, რობერტ სტურუას სპექტაკლი „იულიუს კეისარი“ მოხსნა, რომელშიც ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი ბესო ზანგური ბრუტუსის როლს თამაშობდა.

ამავე თემაზე:

✔️ რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა, გააუქმა

✔️ ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას პასუხობს

✔️ ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს