მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა სილამაზის სალონების გახსნაზე: ჩემთვისაც მტკივნეული საკითხია

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგი 2020

"სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სილამაზის სალონების გახსნასთან დაკავშირებით დასული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისევე როგორც რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და კაფეები, ასევე სილამაზის სალონებიც წარმოადგენს მეტ რისკს.

"მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის ძალიან დიდი სეგმენტი დასაქმების, მცირე ბიზნესი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით მცირე ბიზნესს, ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. მთელი რიგი ინდისტრია გადმოვწიეთ უფრო ახლოს და არ გავა ბევრი დრო სანამ გავხსნით სილამაზის სალონს, მაგრამ ეს არის ისევე როგორც შოპინგ მოლები, კაფეები, რესტორნები, სადაც მეტია რისკი და ადამიანებს შორის კონტაქტი. ამიტომ კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისთვის, რომ ყველა შევამოწმოთ ვნახოთ მათი მზადყოფნა იმისთვის, რომ მეტად ვიყოთ დაცული. სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის, მაგრამ გარკვეული დრო უნდა თუნდაც იმისთვის, რომ სივრცეში დაშორიშორება მოახერხონ და შეიძინონ პირადი დაცვის საშუალებები", - განაცხადა ნათია თურნავამ.