მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიამიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-17 სექტემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. ბარში ჰაერის ტემპერატურა +25 +29 გრადუსი იქნება, მთიან რეგიონებში +24 +27, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +16 +18 დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +30 +33 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +28 +30, ხოლო მაღალმთაში +26 +28 გრადუსი იქნება.

კახეთის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.