მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი - მზე, ღრუბელი

29 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება.

„დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 29 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამინდი თბილისში 👇

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.