მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ჰაერის ტემპერატურის საზომი

3-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.