მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უბნები თბილისში, სადაც 2 ივნისს ელექტროენერგია შეწყდება

დენი - ნათურები

გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე უბანში 2 ივნისს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეიზღუდება. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ უბნებს:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00სთ-დან საათიდან 15:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორიონების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, ასმათის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.