მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

USAID-მა სეს-ს ფაროსანასთან ბრძოლისთვის ფერომონები გადასცა

ფირომონები

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა.

მონიტორინგის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდება, ხოლო სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებისა და აჭარის 500 სოფელში, ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება.

USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ხელმძღვანელის გიორგი მანაგაძის განცხადებით, მონიტორინგის მეშვეობით შესაძლებელია მავნებლის დროული იდენტიფიცირება, რაც მოსავლის დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა USAID-ის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი უწოდა.

ფაროსანას მონიტორინგისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი-ამერიკული კომპანია „ტრესეს“ წარმოებული ფერომონები გამოიყენება.