საზოგადოება

ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ალექსიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
16:28 23.07
დაკოპირებულია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე, 8 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სკვერის დემონტაჟის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო.

„ვარკეთილს წლის ბოლოს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატება. ეს არის დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ტერიტორია, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება. ტერიტორიაზე საფეხმავლო, ველობილიკები და შადრევანი მოეწყობა. განახლდება გამწვანება და დაახლოებით, 1 000-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგვება. ვფიქრობ, რომ ამ უბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე ექნება, რომელიც ყველა იმ საშუალებით აღიჭურვება, რაც მოქალაქეებს დასვენებისა და გართობის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, საფეხმავლო და ველობილიკებთან ერთად, საბავშვო და სპორტული მოედნები, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და ურნებიც. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე დაირგვება სხავდასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაიგება ბალახის საფარი. ასევე, მოეწყობა შადრევანი და წყარო.

ადგილზე თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

როდიდან ჩაერიცხებათ 17 წლის ჩათვლით ასაკ...

დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზა...
8 წუთის წინ
დავით დავარაშვილის სამეანო - გინეკოლოგიური კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა ლუბლიანას ქუჩაზე N13-ში და 8...
54 წუთის წინ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაცი...
19:09
„ჰუმანური ნაბიჯი გადადგა მთავრობამ. წესით ეს ნაბიჯი თავად კომპანია „ფრონტერას” უნდა გადაედგა“,- ამის...
19:03
"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარ...
18:36
გზის მობეტონების სამუშაოები ღვერკი-ხორითის გაზე ბეტონის საფარი იგება
ღვერკი-ხორითის დამაკავშირბელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმ...
ბაჩალიაშვილის დედა: გენერალური პროკურორი...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლ...
მიშელ ობამა: დეპრესია მაქვს, დამღლელია ყ...
„პანდემიის, რასობრივი უსამართლობისა და ტრამპის ადმინისტრაციის თვალთმაქცობის გამო...
რამიშვილი: მოვითხოვეთ დადგინდეს, როდის დ...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მ...