მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარლამ გოლეთიანი: პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხი

რიონის ხეობის მცველი

„ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ გადავდივართ ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რადგან არსებობს დათმობითი სულისკვეთება, რომელიც იგრძნობოდა მათი მხრიდან. სამი ძირითადი საკითხი დავაყენეთ, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგის.“- განაცხადა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა, 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების წარმომადგენელთან მართავდნენ.

„სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა დავაბრუნოთ იქ. ამაზე ველოდებით პასუხებს. მათ თქვეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხი.

უნდა ალაგდეს ბარიკადები, სამუშაო პროცესები ხეობაში უნდა შეწყდეს და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი. ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, ხელშეკრულებასთან და სხვადასხვა საკითხებზე. ვისაუბრებთ პირობებზე, რომელსაც დავაყენებთ.

კომპეტენციის ნაწილში მათ არ ეხებათ, არ შეუძლიათ პასუხების გაცემა გარემოსდაცვითი და სხვადასხვა საკითხებზე, როდესაც გადავალთ კონსტრუქციული დიალოგის ნაწილში მერე ვნახოთ. ვადას რაც შეეხება, კონკრეტულ დღეებზეა საუბარი, მაგრამ დამოკიდებული არიან პრემიერის ჯანმრთელობაზე, სახელდება კოვიდის ფაქტორი. როგორც კი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება პრემიერი, მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ პირობებზე, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. თუ დაკმაყოფილდება სამივე პირობა, შემდეგ შევძლებთ ვიმსჯელოთ სხვა საკითხებზე“ - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა

ინფორმაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

მათთან ერთად იყო იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.