მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვასილ მაღლაფერიძე: პოლიტიკური მიზნები არ მაქვს

პირველი არხის ექს გენ დირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

„როცა ვთქვი არა, ეს არის არა და შეგიძლიათ ეს თემა ამოწუროთ. ძალიან მარტივი მიზეზია, რაც განცხადებაში მიწერია. პოლიტიკური მიზნები, რომ არ მაქვს, ეს ნათელია,“ - აცხადებს მაღლაფერიძე.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 აგვისტოს საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მიმართვა პირველი არხის სამეურვეო საბჭომ უკვე დააკმაყოფილა. პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.