მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვეფხვია გულედანი: ურიგო არ იქნებოდა, თუ მასობრივი სიცრუე ჩვენთანაც მოექცეოდა კანონის ნორმებში

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი

„საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და სიცრუით მანიპულირებაზე საუბრობს.

როგორც გულედანი აღნიშნავს, ოპოზიციური მედიასაშუალებები და პარტიები ხშირად მიმართავენ პოლიტიკური პიარისა თუ ანტიპიარისთვის სიცრუის უტიფრულ უტრირებას და ამ თვალსაზრისით ზიანდება მედიაგარემო:

„თანამედროვე სამყარო სავსეა გამოწვევებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ყალბი ინფორმაცია და სიცრუით მანიპულირებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა კონკრეტული მიზნების მისაღწევად, რაც, დამეთანხმებით, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არაა იშვიათობა. სამწუხაროდ, ოპოზიციური მედიასაშუალებები და პარტიები ხშირად მიმართავენ პოლიტიკური პიარისა თუ ანტიპიარისთვის სიცრუის უტიფრულ უტრირებას და ამ თვალსაზრისით ზიანდება მედიაგარემო, დემოკრატიული ღირებულებების სწორი აღქმა საზოგადოებაში და სიტყვის თავისუფლების, როგორც მოცემულობის, რეპუტაცია. აღნიშნულ პრობლემას აწყდება ყველა დონის სახელმწიფო, როგორც განვითარებული ზესახელმწიფო, ისე განვითარებადი და სხვა. მაგალითად: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, და ა.შ. თუმცა, მეტად საინტერესოა საფრანგეთის პრაქტიკა ეგრეთ წოდებულ „ფეიკნიუსთან“ მიმართებაში. მაკრონის ინიციატივით, მათ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ტყუილს მასობრივი ტირაჟირება ან მედიასაშუალებით სხვისთვის დამაზიანებელი ცრუ ინფორმაციის ისე გავრცელება, რომ თითქოს სიმართლეა და წყალი არ გაუვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ან ჯარიმით 75 000 ევრომდე. ვფიქრობთ, საფრანგეთს ვერავინ დაუწუნებს დემოკრატიის ხარისხს და ვერც ვერავინ იტყვის, რომ იქ სიტყვის თავისუფლება არაა ან შეზღუდულია (თუმცა ბოლო დროს გერმანიის ელჩისა და გერმანიის სახელმწიფოს გაკრიტიკება ვაიოპოზიციის მხრიდან ყველაფერს გაფიქრებინებს), აგრეთვე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ხშირად ციტირებს აღნიშნული საკითხის სანქცირების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით... შესაბამისად, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნებოდა, თუ მასობრივი სიცრუე ჩვენთანაც მოექცეოდა კანონის ნორმებში... ჩემი აზრით, მოატყუო მეგობრები, ცუდია და კერძო საკითხია, რაც რეგულაციებს ვერ დაექვემდებარება, მაგრამ მოატყუო ქართველი ხალხი და ზოგადად საზოგადოება მიზანმიმართულად, ეს უკვე დანაშაულია“, - აღნიშნავს გულედანი.