მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიკავკაზელების მასობრივი პროტესტი თვითიზოლაციის წინააღმდეგ

ვლადიკავკაზელების მასობრივი პროტესტი თვითიზოლაციის წინააღმდეგ.

ვლადიკავკაზის ცენტრში აქციაზე შეკრებილი ათასამდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმს აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ასევე ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობისა და პარლამენტის გადადგომას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული პოლიციისა და გვარდიის წარმომადგენლები მიტინგის აქტიურ მონაწილეებს აკავებენ. თვითმხილველების ცნობით, აქციას სამხრეთ ოსეთის რამდენიმე რაიონის მაცხოვრებლები უერთდებიან. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეების უმეტესობა პირბადეებითა და ხელთათმანებით აღჭურვილები არ არიან. პოლიცია აქციის მონაწილეებს ვიდეოკადრების გადაღებას უკრძალავს.

უცხოური მედიის ცნობით, აქციაზე ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მიხაილ სკოვი და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი ვიაჩესლავ ბითაროვი მივიდნენ.