მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Wizz Air ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე ფრენებს იწყებს

თვითმფრინავი აფრენისას

„შედგა შეთანხმება, რომ ფრენები კიდევ ერთი მიმართულებით გაიხსნება. დღეს ევროპის მიმართულებით ფრენები გახსნილია ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა „ლუფთჰანზა“, „ეარფრანსი“, „ეარბალტიკი“ და ჩვენი ეროვნული გადამზიდავი.

„უკვე გადავწყვიტეთ, რომ პირველი ოქტომბრიდან გავხსნათ ფრენა ქუთაისი-რიგის მიმართულებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველ პერიოდში აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 1 რეისი შესრულდება.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულ რეისს ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს.