მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზახაშვილი: აბიტურიენტების ინფიცირების საფრთხე მინიმალურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საგამოცდო სივრცეებში, რომელთა უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო მაღალია, ყველაფერი კეთდება, რომ გამოცდები წარმატებით დასრულდეს.

„სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება, რომ საგამოცდო მარათონი სპეციალურად გამოყოფილ იმ სივრცეებში, რომელთა უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო მაღალია, გამოცდები წარმატებით დასრულდეს. ზოგადად, გამოცდის პროცესში იმდენად კარგად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, რომ აბიტურიენტების ინფიცირების საფრთხე მინიმალურია. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტი. დღეს როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას, ახალგაზრდებს აქვს საპასუხისმგებლო პერიოდი, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ისედაც დაძაბული პერიოდი წარმატებით გაიარონ." - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ცნობისთვის, ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

9 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდა კოვიდინფიცირებულთან ერთად დაწერეს, სავარაუდოდ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. ცხრავე აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლის წინ „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდებათ.