მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუწიეს.

მერის განცხადებით, საკვები პროდუქტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4300-მდე აღსაზრდელს გადაეცემა.

„დღეს დავიწყეთ იმ პროდუქტების გაცემა, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული. საკვებს 4300-მდე აღსაზრდელი მიიღებს და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ საბავშვო ბაღებში შეზღუდვები იმოქმედებს. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“, -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.