მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში თავდამსხმელები ვერტმფრენს და ნახევარ მილიონს ითხოვენ

სპეცოპერაცია ზუგდიდში ბანკში

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია „მთავარ არხს“ საინფორმაციო გამოშვებაში ჩაერთო.

როგორც მან ჟურნალისტს თავდამსხმელის კარნახით უთხრა, არავინ დაშავდება, თუ ბანკის შენობაში სპეცრაზმი არ შევა და მათ ნახევარ მილიონ დოლარს ნაღდი ფულის სახით მისცემენ.

„იყო საუბარი პოლიციის მხრიდან, თუმცა, ჯერ არავინ შემოსულა. უსაფრთხოების განარტიას მე ვიძლევი, თუ 500 000 დოლარის თანხას ნაღდი ფულის სახით მოგვაწვდიან და ძალოვნები არ ჩაერევიან, არავინ დაშავდებაო. ითხოვენ ასევე ვერტმფრენსა და მანქანას“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მძევალმა.

მისი თქმით, ბანკში შესვლის წუთებიდან პოლიცია თავდამსხმელებთან კონტაქტზეა. ისინი სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათს აძლევენ.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელებს 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.