მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში დაიბარეს

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი

როგორც პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, 30 ნოემბერს პოლიციაშია დაბარებული.

პარტიის ლიდერმა განცხადება ამასთან დაკავშირებით ბათუმში „რეფორმერ ფიტნესიდან“ გამოსვლისას გააკეთა.

„ველოდებით როდის დაასრულებს პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს.

ავუხსენი, რომ ეს არის ჩემი ბინა და თუ მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომელიმე შპს-სთან, რომელიც არღვევდა მთავრობის დადგენილ რეგულაციას, წასულიყვნენ იქ და დაეჯარიმებინათ.

ეს იყო ჩემი ბინა და მათ აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვთხოვდი, რომ წარმოედგინათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მიშვებდნენ საკუთარ ბინაში და თვითონ რჩებოდნენ იქ, რაც არ წარმომიდგინეს და საბოლოოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანეს გარეთ”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

📌 ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ბათუმში არსებული ფიტნეს კლუბი „რეფორმერ ფიტნესი“ მუშაობას არ წყვეტს.

📌 პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მან ფიტნეს კლუბი იქირავა და ახლა მისი საცხოვრებელი სახლია.