მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აკი ბაშო: ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა

ქართველი სუმოისტი
1600510946
სპორტი

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეშვიდე ბრძოლა გამართა.

მისი მეტოქე სეკივაკე დაიეიშო იყო, რომელსაც ქართველმა ძალიან მძიმე ბრძოლაში მოუგო და აკი ბაშოზე რიგით მესამე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაკიეშო იქნება.