მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი

ჩერჩესოვი უნდა გადადგესო
1624432286
სპორტი

სტანისლავ ჩერჩესოვი გამოცდილი სპეციალისტია, მაგრამ მან რუსეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა სოსლან კოჩიევმა განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„რუსეთი სტუმრად თამაშობდა. დანიელებს ამის გამო მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდათ. წაგება მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის, მაგრამ მან სერიოზული შეცდომები დაუშვა. მაგალითად, 150-მილიონიან რუსეთში ნახევარმცველად საშუალო სიმაღლის მოთამაშის დაყენება. ჩერჩესოვი უნდა წავიდეს. თუ ის საკუთარი ნებით არ წავა, მას, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობა გადააყენებს“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, რუსეთი ჯგუფიდან უნდა გასულიყო, რადგანაც იქ ძლიერი გუნდები არ ყოფილან.

ცნობისთვის, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში დანიის ნაკრებთან 1-4 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.