მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დოჰას მასტერსი“ 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დავასრულეთ

დოჰას მასტერსი, ოქროს მედალი
1610553608
სპორტი

ყატარის დედაქალაქში მიმდინარე „დოჰას მასტერსზე“, საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების ასპარეზობა ვარლამ ლიპარტელიანის ოქროს მედალით დასრულდა.

🥇 100 კგ 🥇 ვარლამ ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო საწყისი შეხვედრა რუს ნიაზ ბილალოვთან მოიგო, შემდეგ უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს ქულა შეხვედრის დასაწყისშივე მოპოვებული ვაზარით დაწინაურდა, მერე უპირატესობა აღარ გაუშვია და საქართველოს დოჰას მასტერსზე მეხუთე მედალი და მეორე ოქრო მოუტანა.

🥈 90 კგ 🥈 ლაშა ბექაურმა ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხდა და შემდეგ სერბ ნემანია მაიდოვსაც აჯობა. ლაშა რუს მიხალ იგოლნიკოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც საწყისი შეხვედრა მონღოლ ალტანბაგანა განტულიგას მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ მიჰაელ ზგანკს გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა, ჯერ შვედი მარკუს ნიმანი დაამარცხა, რასაც იაპონელ შოიჩირო მუკაის, გერმანელ ედუარდ ტრიპელსა და თურქ მიჰაილ ზგანკს აჯობა, ხოლო ფინალში ბექა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს დაუპირისპირდა, რომელთანაც ბრძოლაში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

🎗+100🎗კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გამოდიოდნენ, რომელებმაც პირველი შეხვედრები მოიგეს, თუმცა მეორე დაპირისპირებაში სამივე მათგანმა მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა კუბელი ენდი გრანდა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს ტედი რინერს შეხვდა, რომელსაც ვერ გაუმკლავდა. თუშიშვილი კორეელ მეტოქესთან, ლევან მატიაშვილი კი რუს ტასოევთან დამარცხდა.

საქართველოს დელეგაციამ დოჰას მასტერსზე 5 მედალი მოიპოვა:

🥇 ტატო გრიგალაშვილი(81 კგ)

🥇 ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ)

🥈 ბექა ღვინიაშვილი (90 კგ)

🥉ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)

🥉 ლაშა ბექაური (90 კგ)