მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[ევრო 2020] თუ მაკედონიას დავამარცხებთ... ცნობილია ჯგუფი თუ სად ითამაშებს საქართველოს ნაკრები

ევროპის ჩემპიონატი
1602246372
სპორტი

თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს, ცნობილია ჯგუფი რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დავუპირისპირდებით.

ჩვენს ნაკრებს აქვს შანსი მოხვდეს C ჯგუფში, რომელშიც ნიდერლანდები, უკრაინა და ავსტრია დაგხვდება. მატჩები ბუქარესტსა და ამსტერდამშია დაგეგმილი.

ჩვენი ნაკრების მომდევნო მატჩი 11 ოქტომბერს, სომხეთთან გაიმართება. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში შედგებაა.

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.