მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართული ფეხბურთის სირცხვილი - სომხეთთან დინამოზე 1:2 დავმარცხდით

სომხეთ საქართველო
1605466331
სპორტი

ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა ეს მინიმალური და უსარგებლო იყო. სომხები კი კონტრიერიშზე თამაშობდნენ, 33-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

მეორე ტაიმის 65-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძე საჯარიმოში წააქციეს, რის შემდეგაც მსაჯმა პენალტი დანიშნა, რაც ვაკო ყაზაიშვილმა გოლად აქცია. 86-ე წუთზე კი ადამიანმა ქართველი მცველების შეცდომით ისარგებლა და სომხები დააწინაურა.

ქართველმა ფეხბურთელებმა დარჩენილ დროში მატჩის სცენარის შეცვლა ვერ შეძლეს და 1:2 დამარცხდნენ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი 1:2
გოლი: კაზარიანი (33), ლობჯანიძე (65), ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ლობჯანიძე

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი, კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი, გრიგორიანი, უდო, ბარსეგიანი, კარაპეტიანი, ადამიანი.