მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვიჩა კვარაცხელია: ყოველ მესამე დღეს თამაში რთულია, გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველია
1617257424
სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.

საბერძნეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა თამაშის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასა.

„საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან.“ - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

იხილეთ აგრეთვე:

⚽ფანტასტიკური ხვიჩა კვარაცხელია და უიღბლო საქართველოს ნაკრები - რატომ ვერ მოვიგეთ?

⚽ვილი სანიოლი: თამაში მეტად, რომ გვეკონტროლებინა და უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო, სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო