მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრიშტიანუ რონალდო „იუნაიტედში“ დაბრუნდა

კრიშტიანუ რონალდო „იუნაიტედში“ დაბრუნდა
1630080663
სპორტი

მანჩესტერ იუნაიტედში კრიშტიანო რონალდო დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„წითელმა ეშმაკებმა“ იუვენტუსს 28 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზედაც ტურინული გუნდი დათანხმდა და რონალდოს დაბრუნებასაც წინ აღარაფერი დაუდგა. უშუალოდ ფეხბურთელს ინგლისელებმა 2-წლიან კონტრაქტი გაუფორმეს და სეზონში 29 მილიონ ევროს მიიღებს - თითქმის იმდენს, რამდენსაც იუვენტუსში გამოიმუშავებდა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ სიტი კრიშტიანოსთვის ბრძოლას მანამდე ჩამოშორდა.

ამგვარად, 12 წლის შემდეგ ლეგენდარული პორტუგალიელი პრაქტიკულად მშობლიურ კლუბში დაბრუნდება, სადაც 6 სეზონი დაუვიწყარი სეზონი აქვს გატარებული და 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა. ამას გარდა, მოიგო პრაქტიკულად ყველა ტიტული, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო.

ინფორმაციისთვის, კრიშტიანო რონალდო იუვენტუსმა 2018 წელს მადრიდის რეალიდან დაიმატა და ტურინულ გრანდში მან 134 თამაშში თავი 101-ჯერ გამოიჩინა. ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი, თითოჯერ იტალიის თასი და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. რონალდომ კარიერის საუკეთესო წლები 2009-2018 წლებში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე თამაში ჩაატარა - 450 გოლი 438 თამაშში. მან ხუთჯერ მოიგო ოქროს ბურთი, ერთხელ სწორედ „მანჩესტერში“ და ოთხჯერ მადრიდის „რეალში“. ასევე, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ზუსტად იგივე განაწილებით: ერთხელ ინგლისურ გუნდში და ოთხჯერ - ესპანეთში.

შეგახსენებთ, დღეს 27 აგვისტოს ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.