მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევანდოვსკის იმედად მყოფმა პოლონეთმა სლოვაკეთთან წააგო (ვიდეო)

ლევანდოვსკი
1623693876
სპორტი

ევრო 2020-ზე E ჯგუფში სლოვაკეთმა პოლონეთს 2:1 სძლია.

მატჩის დასაწყისში სლოვაკეთი პოლონეთის მეკარის შჩესნის ავტოგოლით დაწინაურდა. პოლონეთი მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში შეტევების ორგანიზებას ცდილობდა, თუმცა დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლინეტიმ ანგარიში გაათანაბრა და პოლონეთი უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ მსაჯმა კრიხოვიაკი გააძევა და პოლონელები კაცნაკლულნი დარჩნენ. საპასუხოდ შკრინიარმა, რომელიც ლევანდოვსკის წარმატებით კეტავდა, შეძლო და თავისი გუნდის წინ გაყვანაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთს ორი მომენტი ჰქონდა და ორივე შემთხვევაში გოლით დაასრულა.

ამის შემდეგ კაცნაკლული პოლონეთი შეტევაზე გადავიდა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“
პოლონეთი - სლოვაკეთი 1:2

გოლები: 0:1 შჩენსნი (18, საკ.
კარში), 1:1 ლინეტი (46),1:2 შკრინიარი (69)
გაძევება: კრიხოვიაკი (62)