მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეორე მედალი პარალიმპიადაზე: ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ინა ქალდანი
1630229488
სპორტი

საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც პარაძიუდოისტის, ინა ქალდანის აქტივშია.

70 კგ წონით კატეგორიაში ქალდანმა თავდაპირველად მექსიკელი ალვარეს რუვაკალბა დაამარცხა, მერე კი იაპონელ კაზუსა ოგავას აჯობა და ფინალში გავიდა. ინამ გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ ალანა მალდონასთან ვაზარით დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოსთვის ეს მეორე მედალია, მანამდე პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმაც ვერცხლი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დღეს ფინალში გავიდა პარაძიუდოისტი რევას ძიკოიძე, რომელიც ირანელ მუგამადრეზა ხეიროლაჰზადეჰის შეხვდება.