მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრე ბაქოში - შვეიცარია და უელსი ერთმანეთს დაუზავდნენ

შვეიცარია უელსი
1623510356
სპორტი

ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრას ბაქომ უმასპინძლა, ერთმანეთს უელსისა და შვეიცარიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ და ფრე 1:1 დასრულდა.

პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ პოზიციაში მყოფ ჰარის სეფეროვიჩს ოთხჯერ ჰქონდა გოლის გატანის შანსი. შანსის გარეშე არც უელსელები იყვნენ, მაგრამ შვეიცარიელთა მეკარე იან ზომერმა კიფერ მურს არ გაატანინა.

ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გაიხსნა. ბრილ ემბოლომ ჯერ გოლის გატანა სცადა ძლიერი დარტყმით, მაგრამ დენი უორდს ვერ აჯობა. ეპიზოდს კუთხური მოჰყვა და გლადბახის ფორვარდმა მიზანს ამჯერად უკვე თავით მიაღწია. უელსელთა მცველმა კონორ რობერტსმა შვეიცარიელს ხელი ვერ შეუშალა.

გატანილი გოლის შემდეგ შვეიცარიის ნაკრებმა სათამაშო ინიციატივა დათმო და ეს მეტისმეტად ადრე მოუვიდა. უელსმა მიზანს თამაშიდან ვერა, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ მაინც მიაღწია. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, კუთხური გოლით კიფერ მურმა დაასრულა.

ამ მატჩში იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი - ევროპის ჩემპიონატზე VAR პირველად გამოიყენეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოედანზე შეცვლაზე შესულმა მარიო გავრანოვიჩმა გაიტანა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შვეიცარიელთა ფორვარდმა ეს თამაშგარე მდგომარეობიდან მოახერხა და გოლი არ ჩაითვალა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 16 ივნისს, უელსი თურქეთს დაუპირისპირდება, შვეიცარია კი იტალიას შეხვდება.