მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამაზ სვანაძე: სამწუხაროდ დაიმსხვრა ჩვენი ოცნება, ყველანი სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ესტონეთთან
1605763882
სპორტი

საქართველო - ესტონეთის მატჩი (0:0) პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ სვანაძემ შეაფასა:

"რა თქმა უნდა, ესტონეთთან საკუთარ მოედანზე ნათამაშები შედეგით მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, არც მე და არც გუნდი კმაყოფილები არ ვართ და არც უნდა ვიყოთ. მატჩის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით და უპირატესობა ჩვენი იყო, რაც დაგვაკლდა ეს იყო ხარისხი შეტევაში, განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში.

ძალიან რთული შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ დაიმსხვრა ჩვენი ოცნება და ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენ ყველანი სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მაგრამ პირველ პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არავისთვის სასარგებლო არაა უკან ყურება, ახლა მთავარია წინ ვიყუროთ. რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ამ გუნდს პერსპექტივა აქვს, იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და ოცნებას ყველანი ერთად ავიხდენთ." - განაცხადა სვანაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო სეზონს 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით განაახლებს. მუნდიალის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 7 დეკემბერს არის ჩანიშნული.