მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რამდენად გამართლებულია საქართველოს ნაკრების ერევანში თამაში ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე?“ - რუსი ჟურნალისტის კითხვა ვლადიმირ ვაისს

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
1601447770
სპორტი

11 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები სომხეთს ერევანში უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე ჯერჯერობით ჩატარდება თუ არა მატჩი უცნობია.

"რია ნოვოსტის" ჟურნალისტი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და მომავალი შეხვედრის თაობაზე კითხვა დაუსვა. თუ რამდენად გამართლებული იქნებოდა, ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, საქართველოს ნაკრების ერევანში თამაში?

"თქვენ რატომ მეკითხებით სომხეთის შესახებ? ჩვენ მთელი ძალები და ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსებთან თამაშისკენ გვაქვს მიმართული. მხოლოდ შემდეგ გველის, მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

რაც შეეხება პოლიტიკას და არამშვიდ სიტუაციას... ასეთ კითხვებზე მე პასუხს არ გაგცემთ". - უპასუხმა ვაისმა.