მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული მედია: კვარაცხელიას ფასი დღითიდღე მატულობს

ხვიჩა კვარაცხელიაზე რუსული მედია
1617017208
სპორტი

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დღითიდღე მატულობს. ამის შესახებ რუსული გამოცემა championat.com იუწყება. 

„თუ „რუბინის“ შემადგენლობაში ქართველი ვინგერის საგმირო საქმენი შეიძლება კონტინენტური გრანდებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ახალგაზრდა ტალანტისთვის იდეალური ვიტრინაა. „კვარას“ გოლს ევროპის სამგზის და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონების კარში ესპანეთის და არა მარტო ესპანეთის ტელევიზიით არაერთხელ დაატრიალებენ“ - წერს გამოცემა.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თავიდანვე ადგილი ვერ მოიპოვა. მისი დებიუტი 2019 წელს შედგა, მაგრამ პირველი გოლი 2020 წელს მაკედონიის კარში გაიტანა. ამის შემდეგ სამი თამაში - მაკედონიის, სომხეთის და ესტონეთის წინააღმდეგ კორონავირუსის გამო გამოტოვა.

„მართალია, საქართველომ ესპანეთთან ვერ მოიგო, მაგრამ კვარაცხელიამ მატჩი, უდავოდ, საკუთარ აქტივში ჩაიწერა, ვინაიდან მან გოლი გაიტანა. ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია „ტრანსფერმარკეტის“ ექსპერტების შეფასებით, რუსეთის პრემიერ-ლიგის ყველაზე სწრაფად მზარდი ფეხბურთელების ხუთეულში შედის“ - წერს championat.com.

გამოცემის ინფორმაციით, თუ კვარაცხელიას სავარაუდო ფასი აქამდე 10 მლნ ევროს შეადგენდა, ახლა ეს ფასი 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.