მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე არ დაარეგისტრირა

სოსო ტყემალაძე არ დაარეგისტრირეს
1616048784
სპორტი

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები არ დაამტკიცა და პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე არ დაარეგისტრირა.

როგორც საჯარო რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული, ყრილობაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება კავშირის პრეზიდენტის არჩევის, გამგეობის ახალი შემადგენლობის განსაზღვრისა და წესდების საკითხთან დაკავშირებით. წარმოდგენილი კრების ოქმის თანახმად, ყრილობის დღის წესრიგში წესდების მიღების საკითხი გათვალისწინებული არ იყო.

ყრილობის ოქმში მითითებულია, რომ დღის წესრიგის მე-8 საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარემ კრებას წარუდგინა კავშირის წესდების პროექტი. კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგის მე-8 საკითხად განსაზღვრულია სხვა საკითხები და არ არის აღნიშნული, რომ კრებაზე უნდა მომხდარიყო წესდების დამტკიცება. სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილია კავშირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მათ შორის, წესდების რეგისტრაცია. აღნიშნულის საფუძვლად განცხადებას თან ერთვის კავშირის წესდების ახალი რედაქცია, რომელშიც აღნიშნულია რომ წესდება დამტკიცდა „საქართველოს რაგბის კავშირის“ 2021 წლის 10 მარტის კრების ოქმით. თუმცა, აღნიშნული კრების ოქმით არ დგინდება, რომ კავშირის ყრილობის დღის წესრიგის საკითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის მიღება. ყრილობის ოქმში აღნიშნულია, რომ „დღის წესრიგის მე-8 საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარემ კრებას წარუდგინა კავშირის წესდების პროექტი“. კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგის მე-8 საკითხად განსაზღვრულია „სხვა საკითხები“. დღის წესრიგით არ არის განსაზღვრული ორგანიზაციის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტის - წესდების დამტკიცების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ხმის უფლების მქონე ყველა პირი ინფორმირებული იყო კრებაზე განსახილველ საკითხებთან, კერძოდ, წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებასთან დაკავშირებით.

განცხადების მიხედვით, რეესტრის მთავარი პრეტენზია წესდების ცვლილებას ეხება.

საჯარო რეესტრში 10 მარტის ყრილობასთან დაკავშირებით საჩივარი შეტანილი აქვს ირაკლი აბუსერიძის წარმომადგენლებსაც, სადაც დაფიქსირებულია, რომ ნამდვილ წევრებზე ხმების გადათვლის პროცესში ხარვეზები იყო და ხმების გადათვლა ზოგიერთ სუბიექტზე არასწორად მოხდა, ასევე პრეტენზიაა მინდობილობების გაცემის ხარვეზზე, ხოლო უმთავრესი პრეტენზია დაფიქსირებულია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაგბის კავშირში არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და 2020 წლის 30 დეკემბერს ეს არჩევნები უკვე ჩატარდა, რომელიც რეესტრმა დაახარვეზა და ახლა რეესტრი არის მოპასუხე მხარე სასამართლოში. სასამართლოში მიდის მსჯელობა 30 დეკემბრის არჩევნებთან დაკავშირებით და მათი განცხადებით, რეესტრს არ აქვს უფლება, რომ ახლა ისევ პრეზიდენტის არჩევნები განიხილოს და მისცეს ლეგიტიმაცია, რადგან 30 დეკემბრის არჩევნებზე დავა მიმდინარეობს.

შეგახენებთ, რომ საჯარო რეესტრმა 6 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს განცხადება დაახარვეზა, შემდეგ კი უარი უთხრა პრეზიდენტად დარეგისტრირებაზე. ამჟამად საქმეს სასამართლო იხილავს.