მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია - ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცა

საქართველომ რუმინეთი დაამარცხა
1616937600
სპორტი

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონი გახდა. 

შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველებმა ანგარიშით 13-7 დაასრულეს, საბოლოოდ კი ბორჯღალოსნებმა ტრადიციულ მეტოქეს ანგარიშით 28-17 სძლიეს.

ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი შეინარჩუნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს რუმინეთთან სულ 23 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 14 ქართველების გამარჯვებით დასრულდა.