მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში გაირკვა

საქართველომ შვეიცარია დააამარცხა
1630410278
სპორტი

2022 წლის სექტემბერში საქართველო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, თუმცა მანამდე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მოუწევს ასპარეზობა, რომლის წილისყრაც დღეს შედგა.

A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი

B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი

C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი

D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი

E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო

F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია ჰერდეგოვინა, ბულგარეთი

G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია

H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია

წილისყრის შედეგად 32 ნაკრები ოთხგუნდიან რვა ჯგუფში გადანაწილდება. ჩატარებული 2 წრის (6 მატჩი) შედეგად თითო ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ტრიო გავა (24 გუნდი). მეოთხეადგილოსანი კი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

8 ჯგუფიდან გასული 24 გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე შექმნის ექვსგუნდიან ოთხ ჯგუფს: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

არ შეცვლილა არც მატჩების ჩასატარებლად გამოყოფილი თარიღები. თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.

პირველი ეტაპი

2021 წლის 22-30 ნოემბერი;

2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;

2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

2022 წლის 22-30 აგვისტო;

2022 წლის 7-15 ნოემბერი;

2023 წლის 20-28 თებერვალი.