მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

14 თებერვალს, თბილისში სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 თებერვალს ელექტრომომარაგება თბილისში, სამგორის რაიონის ნაწილს დროებით შეეზღუდება.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თეთრი ხევის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.