მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

17 თებერვლიდან მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა შესაძლებელი ხდება

მართვის მოწმობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა.

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 თებერვალს, 24:00 საათიდან ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.