მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 წლის ასტრონომი, წვრთნებისგან დაღლილი მეხანძრე ქალი, ნიღბიანი პალესტინელი „ბოევიკი“ - 30 სექტემბრის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები მსოფლიოდან

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

8 წლის ასტრონომი ნიკოლ ოლივეირა თავისი ტელესკოპით ცას უყურებს.
ფორტალეზა, ბრაზილია📸Jarbas Oliveira/AFP/Getty Images

დაპირისპირება მილანში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
მილანი, იტალია📸Claudio Furlan/AP

მოხალისე ბანგლადეშის ერთ-ერთ ღარიბულ უბანში საზოგადოების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში იმყოფება.
ნარინდა, ბანგლადეში📸Monirul Alam/EPA

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში სეზონურ სამუშაოებში დასაქმებულების არასრულწლოვანი შვილები. ბავშვები ხახვის კრეფის სამუშაოებში მონაწილეობენ.
ანკარა, თურქეთი📸Esra Hacioğlu/Anadolu Agency/Getty Images

წვრთნებისგან დაღლილი მეხანძრე ქალი ისვენებს.
ანტალია, თურქეთი📸Mustafa Ciftci/Anadolu Agency/Getty Images

ნიღბიანი პალესტინელი ბოევიკი ისლამური ჯიჰადის დაჯგუფების 22 წლის სამხედრო პირის დაკრძალვას ესწრება.
დასავლეთ სანაპირო, პალესტინა📸Jaafar Ashtiyeh/AFP/Getty Images

სირიელი კაცი საბერძნეთ-ალბანეთის საზღვარზე მიტოვებული არმიის ფოსპოსტის იატაკზე ისვენებს.
იეროპიგი, საბერძნეთი📸Giannis Papanikos/AP

ციფრული ინსტალაცია ჰონგ კონგში.
ჰონგ კონგი📸Tyrone Siu/Reuters

ანჟელინა ვორონცოვა და ნიკიტა ჩეტვერიკოვი ჩაიკოვსკის „გედების ტბის“ რეპეტიციაზე.
სანქტ-პეტერბურგი,რუსეთი📸Peter Kovalev/Tass/Getty Images

„ქართველი ბემბი“ რეინჯერმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დააფიქსირა.
საქართველო,ბორჯომ-ხარაგუალის ეროვნული პარკი📸Deme Latsabidze