მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან მატარებლით მგზავრობის მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ

მატარებელი

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. ბილეთების შეძენა მგზავრებს სალაროებში დღეიდან შეეძლებათ.

მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ.

საქართველოს რკინიგზის მატარებელში შესვლისთანავე მგზავრებმა უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

დასავლეთ საქართველოს ქალაქებს შორის მალე მატარებლით მიმოსვლა გადაადგილების შეზღუდვის საათების გათვალისწინებით ახალი განრიგით აღდგება.

სამგზვარო მატარებლების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: http://www.railway.ge/27-tebervlidan-samgzvaro-matareblebi-imodzraveben-shemdegi-grafikit/

კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი. ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში აღდგა, ხოლო რკინიგზის სალაროები მგზავრებისთვის უკვე გახსნილია.