მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძაღლები ტბორში, მიტოვებული ავტოსადგომი და ოლიმპიური თამაშების გახსნა - 23 ივლისის მსოფლიო ფოტოებში

23 ივლისი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 23 ივლისს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

Tot Spot-ის ბაგა-ბაღის ბავშვები Piece Hall-ის პლაჟზე, მას შემდეგ, რაც 17 ტონა ქვიშა შემოიტანეს.
ჰალიფაქსი, დიდი ბრიტანეთი📸Christopher Thomond/The Guardian

ძაღლები გრილდებიან ტბორში ჰემპსტედ ჰითში.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი📸David Levene/The Guardian

სტუმარმა გადაიღო ჩინელი მხატვრის Ai Weiwei-ს ორი ფიგურა Intertwine გამოფენის პრეზენტაციის დროს Serralves-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
პორტო, პორტუგალია📸Miguel Riopa/AFP/Getty Images

ბავშვი პოზირებს ფოტოსთვის. გოგონას თმას ფერადი მძივები ამშვენებს.
კონაკრი, გვინეა📸Anadolu Agency/Getty Images

2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის დროს მხარდამჭერები სტადიონის გარეთ.
ტოკიო, იაპონია📸Philip Fong/AFP/Getty Images

ქალი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის წინააღმდეგ.
ტოკიო, იაპონია📸Philip Fong/AFP/Getty Images

დანგრეული გზა გერმანიაში, წყალდიდობის შემდეგ.
Ahrweiler, გერმანია📸Christof Stache/AFP/Getty Images

უამრავი ტაქსი მიტოვებულია ავტოსადგომზე მას შემდეგ, რაც მძღოლებმა ვერ შეძლეს ქირის გადახდა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო.
ბანკოკი, ტაილანდი📸Lillian Suwanrumpha/AFP/Getty Images

კონტეინერები ლიანიუნგანგის პორტში.
ჯიანგსუს პროვინცია, ჩინეთი📸AFP/Getty Images

ხიდი დამშრალი ოროვილის ტბაზე. წყლის დონემ 28%-ით დაიკლო.
ოროვილი, კალიფორნია📸Justin Sullivan/Getty Images

წყალდიდობა ჩინეთში. ჯარისკაცებს წყლიდან ბავშვები გაჰყავთ.
ვეიჰუი, ჩინეთი📸 Reuters

მუშები წყალს სთავაზობენ თაყვანისმცემლებს მექაში, ყველაზე წმინდა სალოცავის გარშემო.
მექა, საუდის არაბეთი📸AFP/Getty Images

კაცი ცდილობს აშშ-ში შესვლას, აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.
ახალი მექსიკა, აშშ📸Paul Ratje/AFP/Getty Images

ვირები ფერმაში.
Brightwell-cum-Sotwell, დიდი ბრიტანეთი📸Geoffrey Swaine/Rex/Shutterstock

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე.
ტოკიო, იაპონია📸ლაშა კუპრაშვილი