მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი ხვალ, ვარკეთილი 3-ის მე-4  მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ხვალ, 18 სექტემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორიონის N425 კორპუსის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 18 სექტემბერს, 22:00 საათიდან, 19 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე,

წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილის 3-ის მე-4 მიკრორაიონს, მე-2 მიკრორაიონის N34, 36, 38, 39, 40, 41 კორპუსებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge